”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა საკუთარ ეზოში დაიწვა

policბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის ავტომობილი საკუთარ ეზოში დაიწვა. შემთხვევა 21 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ექსპერტიზა მიმდინარეობს, რომლის ჩატარების შემდეგაც დადგინდება, რამ გამოიწვია ავტომობილის დაწვა.

ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე