”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გამრეკელის ქუჩის მაცხოვრებლები პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ

ახალციხეში, გამრეკელის ქუჩის 4 ნომერში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი სახლის კიბე, რომელიც მთლიანად ხის კონსტრუქციაა მწყობრიდან გამოსულია, გარდა ამისა, შეკეთებას საჭიროებს შენობის სახურავიც. აღნიშნულ სახლში 3 ოჯახი, მცირეწლოვნებთან ერთად ცხოვრობს. ამბობენ, რომ პრობლემების გამო, მათ შვილებს საფრთხე ყოველდღიურად ექმნებათ.

პრობლემის მოსაგვარებლად, გამრეკელის ქუჩის მაცხოვრებლებმა ახალციხის მერიას რამდენჯერმე მიმართეს. ამბობენ, რომ ოთხი თვის წინ ქალაქის მერი საკითხების მოგვარებას დაპირდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე ნახაზები  და ხარჯთაღრიცხვა გააკეთეს, თუმცა მას შემდეგ მერიის წარმომადგნლებს სამუშაოები აღარ განუხორციელებიათ.

საკითებთან დაკავშირებით ახალციხის მერიაში ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ. მერის მოადგილის, ზაზა გელაძის თქმით, კიბისა და სახურავის შეკეთებისათვის თანხას ამ ეტაპზე ვერ გამოყოფენ. გელაძე აქვე განმარტავს, რომ აღნიშული შენობა კორპუსი არ არის, იგი კერძო სახლია და მისი შეკეთება მერიის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა იმის გამო, რომ შენობაში სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, მათ დახმარების სურვილი აქვთ.

როდის გამოიძებნება თანხა იმისათვის, რომ საცხოვრებელი სახლის კიბე და სახურავი შეკეთდეს, ამის შესახებ კონკრეტულ თარიღს მერიაში ვერ ასახელებენ. მათი თქმით, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შენობის სახურავისათვის დაახლოებით 200 ლარი, ხოლო კიბისათვის 1000 ლარამდეა საჭირო, რადგან აღნიშნული კიბე 2 კუბამეტ ხის მასალას მოითხოვს. გამრეკელის ქუჩის 4 ნომერში მცხოვრებ ი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა კი კვლავ დახმარების მოლოდინშია.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე