”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

14 სექტემბერს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყება

meeqvse skolaსაქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა 19 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ. ლია გიგაურის ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში შევიდა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის კერძო სკოლებისთვის სასწავლო კვირების მინიმალური რაოდენობა 34 კვირით განისაზღვრა. კერძო სკოლები თუ სწავლას გვიან დაიწყებენ სასწავლო წლის დამთავრება მათ საკმაოდ გვიან მოუწევთ.
დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო სკოლებში სულ დარეგისტრირებულია 46 660 მოსწავლე. განათლების სამინისტროს 820-მა მშობელმა მიმართა, რომელთაც შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, ანუ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს პერიოდი გამორჩათ, ამიტომ 1 და 2 სექტემბერი პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე