ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილში მძღოლი და სამი მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი – ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ავტომობილს ახალციხის მკვიდრი მართავდა.
დაშავებულები ახალციხის კლინიკა “იმედში” გადაიყვანეს.
შსს–ს ცნობით, მძღოლმა, რომელიც “მიცუბიშის” მარკის ავტომობილს მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა. უწყების ინფორმაციით, მძიმეა დანარჩენი პიროვნებების მდგომარეობა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
You must be logged in to post a comment.