ფეხბურთის მწვრთნელობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ახალციხეში სემინარი დაიწყო. სამცხე–ჯავახეთის მოქმედ და დამწყებ მწვრთნელებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები 25 აგვისტომდე ჩაუტარდებათ. ტრენინგის დასრულების შემდეგ, სემინარის 25 მონაწილე მწვრთნელების პირველ საფეხურს – ,,C“ კატეგორიას მიიღებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ ბავშვთა გუნდებს უხელმძღვანელონ. ლიცენზიის მოპოვების სურვილი სამცხე–ჯავახეთიდან 25–მა .,. გამოთქვა. მწვრთნელების ლიცენზირება უეფას ერთ–ერთი მოთხოვნაა.