”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კოსტავას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ახალციხეში კოსტავას ქუჩის 9 ნომერში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი მოეკიდა. შემთხვევა დღის 15:30 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდაპირველად, ხანძარი მესამე სართულის ერთ-ერთ აივანზე შეამჩნიეს, მალე ცეცხლი კორპუსის სახურავსაც მოედო.

ადგილობრივები ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
ადგილზე სახანძრო -სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები იყვნენ მობილიზებულნი. ცეცხლის ლიკვიდირება საათნახევარში მოხერხდა.
ხანძრის დროს ერთ-ერთი ბინა დაკეტილი იყო, ხოლო მეორეში მეპატრონე იმყოფებოდა, რომლის გამოყვანაც უვნებლად მოხერხდა.
მეხანძრეების განმარტებით, მნიშვნელოვანი ზიანი არცერთ ბინას მიადგა. დამწვარია კორპუსის ორი ბინის სახურავი, აივნები და აივანზე არსებული ნივთები.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე