”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჭაჭარაქელ ფერმერს დათვმა 250–მდე სული ცხვარი დაუგლიჯა

AD 22563

ჭაჭარაქელ ფერმერს დათვმა 250–მდე სული ცხვარი დაუგლიჯა. მამუკა ნასიძეს ფარა საზაფხულო საძოვარზე ჰყავდა. შემთხვევა სწორედ ახალქალაქში, აბულის მთაში მდებარე ფერმაში დღეს, 14 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა.

ამ დროისათვის, დაკბენილი ცხოველები ფერმერმა სოფელ ჭაჭარაქში ჩამოიყვანა, ნაწილი დაკლა და ხორცი მაცივრებში შეინახა. ფერმერი “მეცხრე არხთან” აცხადებს, რომ დანარჩენი ცხვრის დაკვლას დილით გააგრძელებს.

მამაუკა ნასიძეს სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივშია გაწევრიანებული, რომლის ფარგლებშიც მის კოოპერატივს 1 600–მდე სული ცხვარი ჰყავდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე