”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ორფოლოში ხანძარი ლოკალიზებულია

ორფოლოში ხანძარი ლოკალიზებულია. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ჩაქრობა სრულად ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ადგილზე რჩება ახალციხის სახანძრო სამსახურის ორი ბრიგადა, რომლიც ცეცხლის მცირე კერების ლიკვიდირებას ცდილობს

ორფოლოს პოლიგონის საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მინაძის საძოვრებზე, ცეცხლი ხმელ ბალახსა და ბუჩქნარს14 აგვისტოს, დაახლოებით, 11:00 საათისთვის მოედო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენა სამხედრო წვრთნებმა გამოიწვია. მათივე თქმით, დამწვარია 80 ჰექტარამდე მიწის ფართობი.
ხანძრის ლოკალიზებაში, ახალციხის სახანძრო სამსახურის ოთხ ბრიგადას ასპინძის სახანძრო ჯგუფები და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები ეხმარებოდნენ.

იყო იმის საშიშროებაც, რომ ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიაზე და ნათესებზე გავრცელებულიყო, თუმცა, მეხანძრეებმა ადგილობრივების დახმარებით, ხანძრის ნაწილობრივ ლოკალიზება მოახდინეს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე