”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ორფოლოს პოლიგონზე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

orfolo 1ორფოლოს პოლიგონზე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეხლი საწვრთნელო ბაზის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ მინაძის საძოვრებს უკიდია. ხანძარი ჰექტრობით მიწის ფართობზეა მოდებული.

შემთხვევის ადგილზე, ამ დროისათვის ახალციხის სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი მუშაობს.  ასპინძის მხრიდან მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზებაში ადგილობრივი ჯგუფები ეხმარებიან. მიუხედავად ამისა, ცეცხლის ჩაქრობა ძლიერი ქარის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ ორფოლოს პოლიგონის საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მინაძის საძოვრებზე, ხანძარი 14 აგვისტოს, დაახლოებით, 11:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა სამხედრო წვრთნებმა გამოიწვია. დამწვარია 10 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე