ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ აწყურში სხვადსხვა კულტურულ–სპორტული ღონისძიება გამართა, რომელშიც მონაწილეობა თემის ახალგაზრდებმა მიიღეს.
ისინი ერთმანეთს სიმღერების, ცეკვებისა და ლექსების ფონზე მკლავჭიდში, ჭიდაობაში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, ნარდსა და ასფალტზე ხატვაში შეეჯიბრნენ.
დაძაბული შეხვედრების შედეგად, პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები გამოვლინდნენ. გამგეობის წარმომადგენლებმა ისინი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვეს. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში განმარტავენ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და მომავალ წლებშიც გაიმართება.