12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა. ამასათან დაკავშირებით ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის “ ფარგლებში ტრენინგი გაიმართა, შეხვედრას ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების პარტნიორი საჯარო სკოლებიდან 15 მოსწავლე დაესწრო. მათ სამოქალაქო განათლების პარქტიკაში გამოყენებაზე იმსჯელეს და სხვადსხვა მაგალითი განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრთან შეთანხმებით, ურავლის ხეობაში ეკოაქციის მოწყობა საინფორმაციო ბანერების განთავსება და ბანაობისთვის საშიშ ზონებში ნიშნულების დამონტაჟება დაგეგმეს.
1999 წლიდან გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრების რეკომენდაციით, 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია ახალგაზრდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით წაახალისოს, რათა მათ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად აქტივობები დაგეგმონ და განახორციელონ.