”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ტანკისტებს ახალციხეში პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცა

11822765_1696922207196533_2314070514597228661_nახალციხის ჯავშანსატანკო ცენტრში ტანკისტის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. ტანკისტებს პროფესიული დღესასწაული გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა დავით ებრალიძემ და ანა დოლიძემ მიულოცეს.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გოგოლაძე დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სტუმრებმა ასევე, ჯავშან და საავტომობილო ტექნიკა, სასწავლო კლასები, ყაზარმები დაათვალიერეს და სამხედრო მოსამსახურეების სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 11/08/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე