”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის სასპორტო სკოლაში უახლესი სისტემის სატრენაჟორო დარბაზი გაიხსნა

11863246_897829980283797_4534305991902680721_nახალციხის სასპორტო სკოლაში უახლესი სისტემის სატრენაჟორო დარბაზი გაიხსნა, სადაც ივარჯიშებენ როგორც სპორტსმენები, ასევე ნებისმიერი მსურველები.

სატრენაჟორო დარბაზი ახალციხის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მხარდაჭერით მოეწყო. 

„მიხარია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს შეეძლებათ აქ მოსვლა და ვარჯიში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას ჯანსაღი ცხოვრების წესში“ – აცხადებს ქალაქის მერი გიორგი კოპაძე.

სავარჯიშო დარბაზში 14 სახეობის პეტრიქსის ძვირადღირებული ტრენაჟორი დაიდგა. 

ტრენაჟორების დარბაზის გახსნას ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები დაესწრნენ.

წყარო: https://www.facebook.com/694718250594972/photos/a.897829903617138.1073741867.694718250594972/897829980283797/?type=1&theater

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე