”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„ჯინო ველნესის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

jino velnesiსასტუმრო „ჯინო ველნესის“ წინააღმდეგ ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ნინო ბერიძემ ადვოკატთან ერთად ახალციხის რაიონულ სასამართლოს დღეს მიმართა.

დაზარალებულის უფლებებს სოსო ხითარიშვილი დაიცავს. მისი განმარტებით,  სასამართლომ საქმე წარმოებაში უკვე მიიღო და მასალები მოპასუხე მხარეს, გადაეგზავნა. პასუხისთვის „ჯინო ველნესს“ ათი დღის ვადა განესაზღვრა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული დროის განმავლობაში მოპასუხე მხარე პასუხს არ აცნობებს, სასამართლო სხდომა მის გარეშე ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “ჯინო ველნესის” ყოფილი თანამშრომელი ამავე დაწესებულების ბუღალტერს უჩივის.  ნინო ბერიძე  თამარ შაორშაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ცემის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმეს ახალციხის რაიონული პროკურატურა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლის პირველი ნაწილით  იძიებს. რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ფაქტს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება არ მოჰყოლია.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე