შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის ,ასპინძისა და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 6 პირი უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.
სამართალდამცველებმა კანონდამრღვევები ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუჯარულასთან, და დაბა ასპინძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვართან, იმ დროს ამხილეს, როდესაც ისინი თევზს აკრძალული საშუალებით იჭერდნენ.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან თევზაობისთვის საჭირო ელექტროაპარატი, ჩოგან-ბადეები და უკანონოდ დაჭერილი 40 კილოგრამი თევზი ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.