”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ფარავნის ტბაზე უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოვლინდა

tevziგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თბილისის სწრაფი რეაგირებისა და სამცხე – ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ფარავნის ტბაზე უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოვლინდა. ბრაკონიერები სახლართი ბადეებით თევზაობდნენ. სამართალდამრღვევებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს წინაამდეგობა გაუწიეს და მათ მითითებებს არ დაემორჩილნენ. ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა  სამართალდარღვევის ჩადენის იარაღების: გასაბერი ნავის, ნიჩბების, ბენზინის ავზის, სხვადასხვა სიგრძისა და მოცულობის სახლართი ბადისა და უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის თევზის კონფისკაციამოახდინეს . ფაქტი  სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა. დგინდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

ამასთან, ფარავნის ტბიდან ამოღებულია 1,5 კმ-ზე მეტი სიგრძის ბადე.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე