გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის ომისდროს, ბორჯომ-ხარაგაულის გადამწვარი ტყის ამსახველი ფოტო-გამოფენა დაათვალიერა. გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ატენში, ფოთსა და სკრაში გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველი ფოტო მასალები. ღონისძიებას ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
2008 წლის ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა, როგორც ბორჯომის ხეობის უნიკალურ ეკოსისტემას, ასევე ადგილობრივ სოფლებს. განადგურდა ბორჯომის ტყის 950 ჰექტარზე მეტი.
გარემოს დაცვის სამინისტროს, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2012 წლიდან დღემდე, 80 ჰექტარზე ტყის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.
You must be logged in to post a comment.