”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში გმირთა მემორიალი გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთში აგვისტოს გმირები გაიხსენეს. ადიგენის მუნიციპალიტეტში 8 აგვისტოს საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა, სადაც 17 გმირის, მათ შორის 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომში გარდაცვლილი სამი მებრძოლის – დევი ჩადუნელის, ალექსანდრე ზაზაშვილისა და არტემ ბალახაშვილის სახელებია ამოტვიფრული.

ღონისძიებას დაღუპულების მშობლები, ნათესავები და თანასოფლელები, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ  მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ასევე, ჩატარდა გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე