”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ძლიერმა ქარმა ახალციხის ადმინისტრაციული შენობა დააზიანა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა. შემთხვევა 4 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. შედეგად არავინ დაზარალებულა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თქმით, მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება და შედეგად, შენობაში წყალი არ ჩასულა.

ადმინისტრაციულ შენობაში მომუშავე პირები აბობენ, რომ მსგავსი შემთვევა 10 ივნისსაც მოხდა, რა დროსაც ძლიერმა ქარმა სახურავი უმნიშვნელოდ დააზიანა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა 2011 წელს ოფიციალურად გაიხსნა. რეკონსტრუქცია ყოფილ ოფიცერთა სახლს ჩაუტარდა. სადაც საკრებულო, გამგეობა და სამხარეო ადმინისტრაცია განთასვდა. რეაბილიტაციისათვის კოლოსალური თანხები დაიხარჯა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 05/08/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე