”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალშენის დასახლება სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე

ახალშენის მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებას ითხოვს.  დებეტის სიმცირესთან ერთად დასახლების მოსახლეობა  ჩივის წყლის ხარისხზეც. ადგილობრივების თქმით, წყალი სასმელად უვარგისია და  ამის გამო კი მათ  სხვადასხვა  დაავადება უვითარდებათ. სასმელი წყლის გარდა,  ახალშენის მაცხოვრებლებს არც სარწყავი წყალი აქვთ.

დამუშავებული და დათესილი ჰექტობით მიწის ნაკვეთები,  ძლიერი სიცხის გამო ზინდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ძირითად შემოსავალს  სასოფლო სამეურნეო სავარგულებიდან აღებული მოსავლის რეალიზაცია წარმოადგენს, უწყლობის გამო კი გასაყიდი აღარაფერი რჩებათ.

ახალშენის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს პრობლემის მოსაგვარებლად  მრავალჯერ მიმართეს. ხელისუფლების წრამომადგენლებმა კი მათ დახმარება აღუთქვეს. თუმცა მოსახლეობა ჩივის, რომ მათი მდგომარეობა უკვე გაუსაძლისია და დახმარება  სასწრაფოდ სჭირდებათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ რომ ახალშენში მცხოვრებთა პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს. გამგებლის მოადგილის თქმით, სასმელი წყლის დებეტის გასაზრდელად და სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად, ბიუჯეტიდან 136 000 ლარია  გამოყოფილი. გურამ მელიქიძის თქმით, ტენდერი დასრულდა, ხოლო გამარჯვებული კომპანია, სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახლო მომავალში დაიწყებს. რაც შეეხება სარწყავ წყალს, გამგებლის მოადგილე განმარტავს, რომ აღნიშნულ თანხაში მისი მოწესრიგება არ შედის.

ახალშენს სოფლის სტატუსი არ აქვს. იგი ანდრიაწმინის ტერიტორიულ ერთეულს ეკუთვნის. ამ ეტაპზე დასახლებაში, დაახლოებით, 18 ოჯახი ცხოვრობს.  მიენიჭება თუ არა მას სოფლის სტატუსი, ჯერჯერობით უცნობია.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე