”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“აბის” დასახლების მკვიდრებმა, ახალციხის მერიას ქუჩის რეაბილიტაცია მოსთხოვეს

ე.წ. აბის დასახლების მაცხოვრებლებმა ახალციხის მერიას პროტესტით მიმართეს. მათ  გორისა და ერევნის ქუჩების დროული  რეაბილიტაცია მოითხოვეს. ადგილობრივების თქმით,  სამი ქუჩიდან სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ქუთაისის ქუჩაზე დაიწყო. მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას სამივე მათგანის კეთილმოწყობას დაპირდა.

ადგილობრივები ახალციხის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკითხის გარკვევას პირველ პირებთან შეეცადნენ. მერის მოადგილის განმარტებით, ქუთაისის, გორისა და ერევნის ქუჩების რეაბილიტაცისთვის პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გადაეგზავნა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა კი პირველ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისის ქუჩის კეთილმოწყობა დააფინანსა, რომლის რეაბილიტაციასაც 144 085 ლარის ფარგლებში შპს „ოცხე“ ახორციელებს.

დიდი იმედებით მივდივართ – განაცხადეს ე.წ. აბის დასახლების მაცხოვრებლებმა მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. მათი თქმით,  დაპირება მიიღეს და კვლავ პროექტის  განხორციელოებას დაელოდებიან.

დღესვე დასახლების მკვიდრებმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ ფილიალსაც მიმართეს.  მათ სასმელი წყლისა და საკანალიზაციო  სისტემების მოწესრიგება მოითხოვეს. ადგილობრივების თქმით, პრობლემის მოგვარების თაობაზე დაპირება კომპანიისგანაც მიიღეს, თუმცა განუმარტეს, რომ დასახლებაში სისტემა მას შემდეგ შეიცვლება, რაც პროექტი შედგება და სამუშაოებისთვის თანხები მოიძებნება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე