”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

წინასწარი ინფორმაციით დვირში 6 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა

suბორჯომში სოფელ დვირის მიმდებარე ტყეში ხანზარი ლოკალიზებულია, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. სამუშაოები დვირში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო 20 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ბორჯომისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 6 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.

წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე