მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში მონაწილე პირებისთვის ტრენინგი ტარდება. დამწყებ მეწარმეებს ბიზნეს გეგმის წერას ასწავლიან და ტექნიკურ დეტალებში არკვევენ. შეხვედრა ახალციხესა და ახალქალაქში – რუსულ და ქართულ ენაზე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ტრენინგი 2 აგვისტოს დასრულდება.
აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, 793 პირი დარეგისტრირდა, საიდანაც მეორე ეტაპზე 300–ზე მეტი განაცხადი გადავიდა.
ბიზნეს–გეგმის კონკურსი აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება, სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს თანადაფინანსებას სახელმწიფოსგან.