”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დერცელში ჩატარებული სამუშაოები რეგიონის გუბერნატორმა მოინახულა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში, მთაში მისასვლელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის თქმით, მოსახლეობა მთის მიმართულებით, ამ დრიოსათვის უპრობლემოდ გადაადგილდება. გზის დაზიანებული ადგილი ქვა-ღორღისგან და ნაშალი მასალისგან გაიწმინდა, აღდგა ხევზე გადასასვლელი.

მუნიციპალიტეტის გამგებელი თავდაპირველად აცხადებდა, რომ გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ტექნიკა ვერ გადაადგილდებოდა, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოები ხელით უნდა ჩატარებულიყო. მიუხედავად ამისა, სტიქიის შედეგის ლიკვიდაცია გამგეობის ბალანსზე არსებული ტექნიკის გამოყენებით და ადგილობრივების დახმარებით მოხდა.

მუნიციპალიტეტის პირველი პირების თქმით, უკვე აღდგა სასმელი წყლის დაზიანებული სისტემაც. ,,მე-9 არხთან” საუბრისას გამგებელმა აღნიშნა, რომ მთაში მყოფ მოსახლეობას წყალი ხარვეზების გარეშე მიეწოდება. ადგილობრივების პრობლემა სტიქიიდან მესამე დღეს მოგვარდა. შემთხვევის ადგილი მხარის გუბერნატორმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და სოფელ დერცელის მოსახლეობას შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მთაში უხვი ნალექი, 27 ივლისს, საღამოს დაფიქსირდა. გადაუღებელი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა სოფელ დერცელისა და საზაფხულო საძოვრების დამაკავშირებელი გზა წაიღო.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე