”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ ბოლაჯურის სასმელი წყალი დაბინძურებული აღმოჩნდა

bolajuris wyaliiii სოფელ ბოლაჯაურის სასმელი წყლის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, იგი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით (კოლიფორმებით) დაბინძურებული აღმოჩნდა. აღნიშნულმა ბაქტერიებმა შესაძლებელია ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს. მათი განადგურება შესაძლებელია საკვების თერმული დამუშავებისას (მოხარშვა, შეწვა) , მაგრამ ისეთ პროდუქტებში, რომელსაც თერმული დამუშავების გარეშე იღებენ, ბაქტერიების არსებობა ჯანმრთელობისათვის სახიფათოა.

წყლის ნიმუში ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა 14 ივლისს აიღეს და ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამტრებზე შესამოწმებლად ჩააბარეს. ცენტრის ინფორმაციით, წყაროს წყლის შემოწმების მოთხოვნით მათ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მაცხოვრებელმა მიმართა. მათივე თქმით, დარღვევების შესახებ, როგორც ადგილობრივებს, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ეცნობათ.

ცენტრს სასმელი წყლის შემოწმების თხოვნით ახალციხის #1, #4 და #6 ბაღების აღსაზრდელთა მშობლებმაც მიმართეს. 21 ივლისს წარმომადგენლებმა სასმელი წყლის ნიმუშები შ. ახალციხელის ქ. #5-ში მდებარე #1 ბაღში, იაძის ქ. #4-ში მდებარე #4 ბაღსა და ივერიელის ქ. #52-ში მდებარე #6 ბაღში აიღეს. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების თანახმად, სამივე ბაღში სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაშია. შემოწმების შედეგების შესახებ მომხმარებლებს ეცნობა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე