მდინარე მტკვარში 33 წლის მამაკაცს ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, 3 მამაკაცი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელს ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში ნავით ეშვებოდა, რა დროსაც, ნავი ამოტრიალდა და სამივე მათგანი წყალში ჩაცვივდა. ორმა წყლიდან ამოსვლა შეძლო, ხოლო მესამეს, რომელსაც დამცავი ჟილეტი არ ეცვა ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევა 28 ივლისს მოხდა. შეტყობინება შსს-ს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 16:30 წუთზე შევიდა. სამაშველო-საძიებო სამუშაოები მტკვარზე ბორჯომის მასშტაბით მიმდინარეობს.
წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი”
You must be logged in to post a comment.