”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დერცელის მთამდე მისასვლელი გზა ჩახერგილია – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სოფელ დერცელის მთამდე მისასვლელი  გზა დღეს ასე გამოიყურება.  ძლიერი წვიმის შედეგად  ჩამოწოლილმა მეწყრმა სოფლისა და მთის დამაკავშირებელი მონაკვეთი ჩახერგა და მთაში სასმელი წყლის სისტემა დააზიანა, რის გამოც 200–მდე ადამიანი წყლის გარეშე დატოვა და ცენტრს მოწყვიტა. მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა, სოფელ დერცელის მოსახლეობა ამბობს, რომ მოვარდნილმა ნიაღვარმა რამდენიმე მსხვილფეხა პირუტყვი გაიტაცა, თუმცა მათი გადარჩენა ადგილობრივებმა მოახერხეს.

სოფელ დერცელის მოსახლეობა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ სტიქიის შემდეგ დახმარებისთვის ზაქარია ენდელაძეს მიმართეს, იგი  ადგილობრივებს დაპირდა, რომ აღმასრულებელი ორგანო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებდა, მანამდე კი პრობლემის დროულად მოგვარება დაზარალებულებს  საკუთარი სახსრებით შეეძლოთ.

სოფელ დერცელის მოსახლეობას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა. ზაქარია ენდელაძის თქმით, სტიქიის ადგილას  სპეციალურად შექმნილი კომისია მუშაობს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადგილობრივები პროვოკაციაში დაადანაშაულა, რასაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელის  ბრალდებას, სადაც ის  ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის დეპუტატი  ზურაბ ჩილინგარაშვილი გამოეხმაურა. მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ სოფელ დერცელის  მოსახლეობა მას დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

სოფელ დერცელის მსოახლეობამ გამგებლის პასუხის შემდეგ 112–ზე დარეკა და  დახმარება საგანგებო სიტუაციების სამსახურს სთხოვა. შემთხვევის ადგილზე ადიგენის რაიონული პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე მათგანს ჩვენება ჩამოართვეს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე