”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში სურსათის მომხმარებელთა უფლებები განიხილეს

„სურსათის მომხმარებელთა უვნებლობისა და უფლებების დაცვა“ – თემაზე დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული ადამიანები დაესწრნენ.   მომხმარებელთა დახმარების ახალციხის ცენტრის დირექტორმა აუდიტორიას მათი საქმიანობა და განხორციელებული კვლევები გააცნო.

შეხვედრის მიზანს ქართულ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.  

მომხმარებელთა დახმარების ახალციხის ცენტრმა ფუნქციონირება 2014 წლის მარტის თვეში დაიწყო. პროექტი ორწლიანია და 2016 წლის თებერვალში დასრულდება.

დღევანდელ შეხვედრას ორგანიზება ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა გაუწია.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე