ხმაური იყო ვალის მეორე შახტაში. ადგილობრივებმა დასახლების ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ტრაილერების გადაადგილებისას გამოწვეულ ხმაურს აპროტესტებენ. მეორე შახტის მაცხოვრებლების თქმით, სატვირთო მანქანები, ასფალტო–ბეტონის ჩამომსხმელი ქარხნისკენ გადაადგილდებიან, სწრაფად მოძრაობის გამო შენობები ინგრევა, მტვერი კი გარემოსა და საცხოვრებელ სახლებს აბინძურებს.
სატვირთო მანქანები რომლებიც მეორე შახტის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, ბპ-ის და ასფალტო-ბეტონის ქარხანას ეკუთვნის. ტარილერის მძღოლები ირწმუნებიან, რომ დასახლებაში ისინი ფრთხილად გადაადგილდებიან, რათა ადგილობრივებს პრობლემები არ შეექმნათ. ასფალტო-ბეტონის ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორი კი განმარტავს, რომ გაზა ყოველთვის იწყვება. თენგიზ ხითარიშვილის თქმით გამგებელტანაც ჰქონდა საუბარი, იმის სესახბ რომ გზის მოასფალტებაში დაეხმარება.
აქციის მონაწილეებს შეხვდა გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ორგანოში. ელიოზ ბარბლიშვილი მეორე შახტის მოსახლეობას დაპირდა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი მოასფალტდება, მანამდე კი მოირწყვება. მისივე თქმით ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში შესაბამისი თანხებია მოსაძილებელი იმისათვის, რომ გზის მოასფალტება მოხერხდეს, ამიტომ როდის განხორციელდება აღნიშნული ბარბლიშვილი კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს.
ვალის მეორე შახტის მიმდებორე ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის ქარხანამდე მისასვლელი გზა დაახლებით ერთი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი, რის გამოც ათამდე ტრაილერს გზის ორივე მხარეს გაჩერება მოუწიათ. ადგილზე სიტუაციის გასაკონტროლებლად სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებულნი. გარდა აღნიშნული პრობლემისა, მეორე შახტის მოსახლეობა სასმელი წყლის დებეტის სიმცირესაც უჩივის. აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ადგილობრივებმა საპროტესტო გამოსვლები ორი თვის წინაც გამარტეს, თუმცა როგორც თავად ამბობენ მას რეაგირება არ მოყოლია.