”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ბორჯომის” ქარხანამ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტებს უმასპინძლა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტებმა ბორჯომის #1 ჩამომსხმელი ქარხანა დაათვალიერეს და მინერალური წყლის წარმოების პროცესს გაეცნენ.  ახალგაზრდებს შორის იყვნენ ახალციხელი მოსწავლეებიც.  აღნიშნული კონკურსის მხარდამჭერი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან ერთად კომპანია IDS- ბორჯომი საქართველოა.

ბორჯომის #1 ჩამომსხმელი ქარხნის ადმინისტრაციამ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტებს უმასპინძლა.  ახალგაზრდებმა ქარხანა დაათვალიერეს და მინერალური წყლის წარმოების პროცესს გაეცნენ. ბორჯომის ქარხანა მოინახულეს ახალციხელმა მოსწავლეებმაც, რომლებმაც კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს და ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში გამართულ ინოვაციების საერთაშორისო სამიტში მონაწილეობა მიიღეს. კარლო ხუციშვილმა და ირაკლი კაპანაძემ მულტიკლიმატიზატორი გამოიგონეს, რომელიც მოსალოდნელი სტიქიის შესახებ ინფორმაციას, რამდენიმე დღით ადრე იძლევა.  ინოვაციების საერთაშორისო სამიტში, საქართველო განსაკუთრებული სტატუსის მქონე გუნდის სახელით წარადგინეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდ- საქართველოსა და ამერიკის  საელჩოს ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომელის აშშ-ის კონდრადის ფონდთან პარტნიორობით ხორციელდება.  კონკურსი  მიზნად ახალგაზრდებში ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და გამოგონების პოპულარიზაციასა და წახალისებას ისახავს. ფინალისტები,  ამ დროისათვის კონკურსის ბოლო ნაწილს გადიან, რომელიც ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას გულისხმობს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის პარტნიორობით, წელს პირველად გამოცხადდა.  კონკურსის მხარდამჭერია კომპანია IDS – ბორჯომი-საქართველო.

IDS – ბორჯომი-საქართველო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთ აქტივობას გეგმავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მოსწავლეებისთვის მსგავსი სახის ტურები ქარხანაში მომავალშიც მოეწყობა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე