შალვა აბულაძის საქმესთან დაკავშირებით 27 ივლისს წინა სასამართლო სხდომა გაიმართა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი კვლავ ბრალდებულის გარეშე წარიმართა. სხდომაზე პაროკურატურამ ის მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლებიც სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს იქნება გამოკვლეული.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატების თქმით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა შალვა აბულაძესთან შეხვედრა, რათა გარკვეული პოზიცია ჩამოაყალიბონ. მათი თქმით, ბრალდებულის სურვილია სასამართლო პროცესებს დაესწროს, თუმცა იმის გამო, რომ მას საპატიმროში ტანსაცმელი არ აქვს, სხდომაზე ვერ ესწრება.
იგივე ინფორმაცია აქვთ აბულაძის მომხრეებს. 10–მდე ადამიანმა სხდომა დასრულებამდე დატოვა, ტელეკომპანია ,,მე–9 არხთან“ კი განაცხადეს, რომ პროცესი მათთვის უინტერესოდ მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებული არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალი ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი სამართალდამცველის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშული საქმის არსებითი განხილვა 5 აგვისტოსათვის გადაიდო.