”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ცესკოს საპილოტე პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა

ცესკოს საპილოტე პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა  – 2015“- ის პირველი ეტაპი დასრულდა. #37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 25 ახალგაზრდას, რომლებმაც აღნიშნული კურსი გაიარეს, შესაბამისი სერტიფიკატები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გადასცა.

ახალი საპილოტე პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“  13 ივლისს დაიწყო. ორკვირიანი სასწავლო კურსის განმავლობაში 17 – დან 25 წლამდე ახალგაზრდებმა ცოდნა საარჩევნო სისტემებისა და კანონმდებლობის შესახებ მიიღეს. სასწავლო კურსის მიზანი ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაცია და ამ კუთხით, მათი სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება იყო.

პროექტი ქვეყნის 10 საარჩევნო ოლქში განხორციელდა. მასში მონაწილეობა 236 – მა ახალგაზრდამ მიიღო.  მაღალი ინტერესიდან  გამომდინარე, ცესკოს გადაწყვეტილებით, 27 ივლისიდან 9 ოლქში, მათ შორის ახალციხეში, პროექტის მეორე ეტაპი დაიწყება.

საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე