”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რეგიონებში ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციისთვის 1 400 000 ლარი გამოიყო

varianti 1საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის 1 400 000 ლარი გამოიყო. თანხა რეგიონებში ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციასა და საპროექტო სამუშაოებს მოხმარდება. პროექტების განხორციელება იგეგმება სამცხე–ჯავახეთშიც.

რეგიონის მასშტაბით, პროექტი, ასპინძის მუნიციპალიტეტში შორეთის XIV-XV საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპს მოიცავს. ასევე, დაგეგმილია,  აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-კვლევით სამუშაოები,  თისელის XIV-XV საუკუნეების გუმბათიანი ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები და  საფარის მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი.

1 400 000 ლარი სამცხე–ჯავახეთის გარდა, საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოხმარდება.

Information

This entry was posted on 24/07/2015 by in კულტურა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე