”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პროტესტის ნიშნად დატოვებული სხდომა და დაგვიანებით შეკრებილი დეპუტატები ახალციხეში

პროტესტის ნიშნად დატოვებული ადმინისტრაციული შენობა და ნახევარი საათის დაგვიანებით შეკრებილი დეპუტატები. დღეს ქალაქ ახალციხის საკრებულოში რიგით მე–12 სხდომა გაიმართა. თუმცა სესიის დაწყებამდე ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა დარბაზი  პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ოპოზიციური პატრიების წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული შენობა საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დატოვეს. მათი პროტესტი მმართველი პარტიის წევრთა არასრულმა შემადგენლობამ და  სხდომაზე დეპუტატების დაგვიანებამ გამოიწვია. ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,გაერთიანაბეული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრთა  თქმით, მხოლოდ იმ სხდომას დაესწრებიან, სადაც უმრავლესობა დროულად გამოცხადდება.

ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომა არ დატოვა, ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, შალვა გოგოლაძეა. აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ სახელდებათა საკითხზე იგი ერთ–ერთი მომხსენებელი იყო.

უმცირესობის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებიდან  20 წუთის შემდეგ, სესიაზე დეპუტატები – ამბარცუმ ბაბოიანი და სამველ  ოვეიანი მივიდნენ. მოგვიანებით სხდომაზე  მამუკა მიქელაძეც გამოცხადდა. საბოლოოდ კვორუმი 8  წევრით შედგა. საკრებულოს თავმჯოდმარის შევებულებაში ყოფინს გამო,  სხდომას ამჯერადაც მისი მოადგილე, თამარ გოგოლაძე წაუძღვა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხიდან ყველა მათგანი ერთხმად დაამტკიცეს.

ცვლილება სოცილური დახმარების გაცემის წესში, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცება, ქალაქ ახალციხის მუნციპალიტეტის ქონების – ცენტრალური პარკის იჯარის წესით გაცემა მოქალაქეებზე – ეს ის საკითხებია, რომლებზეც დეპუტატებმა იმსჯელეს.

ქალაქ ახალციხის საკრებულოში სულ 15 წევრია.  დღეს სხდომაზე 8 მათგანი გამოცხადდა. საკრებულოს თავმჯდომარე და 2 დეპუტატი სესიას შვებულების გამო არ ესწრებოდნენ, 4–მა ოპოზიციონერმა კი პროტესტის ნიშნად დატოვა. აღნიშული სესია ახალციხის საკრებულოში რიგით მე–12 იყო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე