”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

იაპონელები სამცხე–ჯავახეთს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაეხმარებიან

ახალციხეს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს–JICA–ს დელეგაცია ესტუმრა. შეხვედრა ახალციხის საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელები დაეწრნენ.

სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობა დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ეგიდით, სააგენტოს წარმომადგენლები, ახალციხეს ესტუმრნენ, მესხური პროდუქციის წარმოებას გაეცნენ და აღნიშნულ სფეროებში ადგილობრივებს გამოციდლება გაუზიარეს.

შეხვედრაზე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლება აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მათ შორის ეკოტურმიზმის განვითარებით, დაინტერესებულნი არიან და მზადყოფნას გამოთქვამენ, ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით  არსებულ თანამშრომლობას ხელი შეუწყონ. სამომავლოდ, მესხეთში ფერმერთა სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. ისინი იაპონიაში აგრომიმართულებით გადამზადებას გაივლიან.

შეხვედრა ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, რეგიონში მოქმედი სასოფლო–სამეურენო კოოპერატივებისა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი თქმით, მსგავსი სახის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან იაპონიას ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში დიდი გამოცდილება აქვს.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ,  საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული „რეგიონული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 2015–2016 წლებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომელთა მიზანსაც, საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე