”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

1ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და გამგებლის მოადგილემ ანზორ სვანიძემ მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ჭიხარულაში მშენებარე რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს.

საწარმოს მშენებლობის  პარალელურად, ძროხებისა და ღორების ფერმის მშენებლობაც მიმდინარეობს. ქარხნის მფლობელი შპს “მადლის” მენეჯერი ემზარ გოგოლაძეა.

დამფუძნებელის განმარტებით, საწარმო ძირითადად ყველის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა ქარხანა რძის სხვა პროდუქტების დამზადებასაც აპირებს. გადამამუშავებელი საწარმო მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ფერმერებისაგან შეისყიდის რძეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ქარხანაში 20 ადგილბრივი დასაქმდება. მისი გახსნა მეცხოველეობის სექტორის განვითარებასა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
საწარმოს ასამოქმდებლად, ემზარ გოგოლაძემ 500 000 დოლარი სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაბალ პროცენტიანი კრედიტით აიღო.
ქარხანის მშენებლობის დასრულება 1 თვეში იგეგმება და ის ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე