”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ ჭაჭარაქში მდინარემ სამი ბავშვი გაიტაცა

ძებნაახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში მდინარემ სამი მოზარდი გაიტაცა. ბავშვებს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ეძებენ.

ადგილობრივები “მეცხრე არხთან” აცხადებენ, რომ მათი ასაკი დაახლოებით 17-22 წელია. ისინი მდინარე მტკვარში, საბანაოდ შევიდნენ. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ წყლის დონე მომენტალურად ადიდდა და ექვსი ბავშვი გატაცა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ სამმა მათგანმა ნაპირზე გასვლა მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

სოფელ ჭაჭარაქში იმყოფება “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

Information

This entry was posted on 23/07/2015 by in ახალი ამბები.

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE