შალვა აბულაძის სასამართლო განხილვები, თბილისის საქალაქო სასამართლოდან ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაგრძელდება.
ახალციხეში პირველი სხდომა დღეს, 22 ივლისს არის ჩანიშნული.
ორი ადამიანის მკვლელობასა და ორის მკვლელობის მცდელობაში, ასევე იარაღის უაკნონოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრადებულის სასამართლო განხილვები თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალი პოლიციელების – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის და შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი მახარაშვილის და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ფაქტზე ედება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობას, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
You must be logged in to post a comment.