,,ენერგოეფექტურობა“ – ასე ჰქვია ახალ საერთაშორისო პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალციხეში ხუთდღიანი ტრენინგი დაიწყო. სემინარს ადგილობრივებთან ერთად, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
მონაწილეები სწავლებას პროექტის მენეჯმენტის თაობაზე გადიან, რომლის მიხედვითაც მომავალში საგრანტო პროექტებს დაწერენ.
საქართველოში პროგრამას, ევროკავშირის დაფინანსებით, ,,საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი“ ახორციელებს. პროექტის მიზანს ენერგო ეფექტურობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შექმნა წარმოადგენს.
ახალციხეში მიმდინარე სწავლების პარალელურად, ანალოგიური სახის ტრენინგები უკრაინაშიც ტარდება.
სემინარების სერიას საქართველოში 14 ორგანიზაციის წევრი ესწრება, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდა.
სამწლიანი პროექტი 2017 წლის ბოლოს დასრულდება. ამ დროისათვის მასში მონაწილეობას საქართველოს, სომხეთის, მოლდავეთისა და უკრაინის წარმომადგენლები იღებენ.