”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საჯარო სამსახურებს შორის მინიფეხბურთში ტურნირი დაიწყო

დღეს, 21 ივლისს სტარტი აიღო ტურნირმა მინი ფეხბურთში. რეგიონის პირველობაში ერთმანეთს რვა სხვადასხვა საჯარო სამსახურის გუნდები ეჯიბრებიან.

ტურნირის მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და სამსახურებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

მინი ფეხბურთში გამარჯვებული გუნდისთვის სპეციალური თასები და სერტიფიკატებია დაწესებული, ორგანიზატორები გამარჯვებულებს სიურპრიზსაც უმზადებენ.

საჯარო დაწესებულებებს შორის შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ჩემპიონატის ორგანიზატორის თქმით, მსგავსი სახის ტურნირი ფეხბუთში ახლო მომავალში კიდევ გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოყვარულს შეეძლება.

Information

This entry was posted on 21/07/2015 by in სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე