პრობლემები დასუფთავებისა და წყლის მოსაკრებლებზე, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობა, ქალაქში არსებული საპირფარეშოების უმოქმედობა, საფრთხე უპატრონო ძაღლებისგან, ხელოვნური ტბაზე არსებული მდგომარეობა, რაბათში მდებარე აბანოების ბედი, მეწყერსაშიში უბნების მიმართ უყურადღებობა – ეს ის საკთხებია, რომელთა შესახებაც ახალცხის მერს ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესაუბრნენ.
შეხვედრისას, აღნიშნული საკითხების შესახებ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ქალაქის პირველ პირს საკუთარი რეკონმედაციები მისცეს. მათი თქმით, უკეთესი იქნება, თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორცილებულ პროექტებში არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩაერთვება. გარდა ამისა, მათ მერიას მიღებული ბრძნებებისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის საჯაროობისაკენ მოუწოდეს.