”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვინ უხელმძღვანელებს ახალციხის ტბის ააიპ–ის?

ახალციხის მერიაში არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი –  „ახალციხის ტბა“ შეიქმნა. მის ხელმძღვანელად ქალაქის მერმა  გაგა ღავთაძე დანიშნა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ახლად ჩამოყალიბებულ სამსახურს ტერიტორიის განვითარება დაევალება.

,,ახალციხის ტბის“ მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებლობა ახლადშექმნილ ააიპ-ის დაეკისრა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ახალ სამსახურს ტერიტორიის განვითარება დაევალება.  ქალაქის მერის მოადგილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ლარით განისაზღვრება მისი ბიუჯეტი.  ზაზა გელაძე ამბობს, რომ აღნიშნულს ქალაქის საკრებულო დაარეგულირებს. ახალ ააიპ-ის გაგა ღავთაძე უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, ტბის ააიპ-ი ქალაქში არსებული პარკირების ადგილებზე და საგზაო მონიშვნებზეც იზრუნებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტბის მოვლა-პატრონობა მნიშვნელოვანია და აღნიშნული სამსახური უფრო ადრე უნდა შექმნილიყო. მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ტბაზე ინფრასტუქტურა შიეცვლება  და ადგილობრივებს საშუალება ექნებათ თავისუფალ დროს ნორმალურ პირობებში დაისვენონ.

ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ ქალაქის ხელოვნური ტბა აღდგება და ამისათვის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯება. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და მათი გათვლით აქ ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი შეიქმნება, რომელიც ახალციხეში ჩამოსულ დამსვენებლებსა და ადგილობრივებს სათანადო მომსახურებას გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ხელოვნური ტბის კომპლექსის რეაბილიტაცია სამი წლის წინ ორი მილიონი ლარი დაჯდა, თუმცა, ამ დროისათვის  ინფრასტრუქტურა მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული.  წყლის ნაწილი დაშრა, ნაწილი კი დაჭაობდა და მოუვლელობისაგან დაბინძურდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე