”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

medikamentebiშემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 17 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ 5 ამპულა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ტრამადოლი“ აღმოაჩინეს. მედიკამენტი სომხეთის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე პ.ვ.-ის კუთვნილ ავტომანქანაში იყო დამალული.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის  შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოვლინდა 17-19 ივლისს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. კერძოდ, 17 ივლისს პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან  გერმანიის მოქალაქე ვ.ე. შემოვიდა, რომლის ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა Tramadolhydrochlorid-ის შემცველი მედიკამენტი „ტრამალი“ (10 კაფსულა) აღმოაჩინეს.

აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩნდა 18 ივლისს თურქეთის მხრიდან შემოსულ ირანის ორ მოქალაქესაც. კერძოდ, ე.ც.-ის ხელბარგში 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი DIPHENOXYLATE, ხოლო ს.მ.-ის ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერებისა (კოდეინის) და ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინის) შემცველი მედიკამენტები: ACETAMINOPHEN CODEINE – 5 აბი და COLDAX – 5 აბი აღმოაჩინეს. 17 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტის „სედალგინ ნეოს“ შემოტანა  19 ივლისს აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.ჰ.-მ სცადა.

ყველა საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს სპდ სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა .

Information

This entry was posted on 20/07/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე