”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას ხუთამდე ადამიანი დაშავდა

avariaახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას   5–მდე  ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის სამსახურები. დაშავებულების ამოყვანა ავტომობილებიდან  სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, ახალციხის შემოსასვლელში მოხდა. დაზიანებულია “ჰონდას”  და “ტოიოტას” მარკის  ავტომობილები. ამ დროისათვის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.

დაშავებულები “უნიმედი სამცხე”–ს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Information

This entry was posted on 19/07/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე