”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის საკრებულოში ჰერალდიკის კონკურსისთვის განაცხადი ამ დრომდე არ შესულა

meriaქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის – გერბისა და დროშის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსი დღეს, 18:00 საათზე სრულდება. ნამუშევრებს ჰერალდიკის საბჭო 20 ივლისიდან  – 24 ივლისის ჩათვლით შეარჩევს. გამარჯვებული კონკურსანტი ჯილდოს სახით,  1 000 ლარს მიიღებს.

ქალაქ ახალციხის საკრებულოში, ამ დრომდე, არც ერთი განაცხადი  შესულა. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობის სურვილი დღის ბოლომდე არავინ გამოთქვა, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

მოთხოვნების მიხედვით, გერბისა  და  დროშის  პროექტები  ჰერალდიკის კანონების  გათვალისწინებით უნდა  იყოს  შექმნილი.  პროექტის ავტორმა სიმბოლიკაში ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;  ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;  გეოგრაფიული მდებარეობა უნდა ასახოს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე