”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს-მ მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში ორი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს 2 და რუსეთის 1  მოქალაქე ახალციხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და მცირეწლოვან შვილებთან ერთად რუსეთის ორი მოქალაქის, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაყვანას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე