”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საკრებულოს პირველი პირები სხდომის დაგვიანებით დაწყების მიზეზებზე საუბრობენ

საკრებულოს სხდომა და პროცესის დაგვიანებით დაწყების გამო უკმაყოფილო ოპოზიცია– ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები  პროტესტის ნიშნად სხდომას არ დაესწრნენ,  ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ მათ ადმინისტრაციული შენობა დატოვეს. სხდომა დაგვიანებით, თუმცა მაინც გაიმართა.  დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხს მხარი მმართველი პარტიის დეპუტატებმა უყარეს.

პროტესტის ნიშნად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი 11:00 საათზე დატოვეს,  მათი უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საკრებულოს სესია დათქმულ დროს, 10:30 წუთზე არ დაიწყო, რადგან სხდომისათვის საჭირო მასალები მომზადებული არ იყო.  ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, პროცესის დაგვინებით დაწყების ეს პირველი შემთხვევა არ არის.

,,ნაციონალების“ პროტესტი მოულოდნელი აღმოჩნდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის. გელა ნოზაძის თქმით, სხდომის დაგვიანება დეპუტატების ტრანსპორტირებამ შეაფერხა, რაც შეეხება დოკუმენტაციას, მისი განმარტებით, მასალები მომზადებული იყო და ბიუროს სხდომაზეც განიხილეს. ერთი საკითხი, კი რომელიც დღის წესრიგს მოგვიანებით დაემატა,,სოფლის მხარდაჭერის პროექტთან“  დაკავშრებული ცვლილებები იყო.

ნახევარსაათიანი დაგვიანების შემდეგ, საკრებულოს სხდომა ჩვეულ რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს. ოპოზიციური პარტიიდან სხდომას  მხოლოდ ერთი წევრი დაესწრო. ისიც იმიტომ, რომ ტარიელ ტაბატაძემ სხდომაზე დაიგვიანა და თანაპარტიელების პროტესტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

საკრებულოს სხოდომის მთავრი საკითხი, 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები იყო.  საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული  პროეტებისათვის გამოყოფილ თანხას. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგზავნილი  ოთხი პროექტიდან მხოლოდ ორი დაფინანსდა. წყლის სისტემისა და სათავე ნაგებობების მოწესრიგებისათვის, 136 ათას ლარად შეფასებული წყორძა–ახალშენისა და 156 ათასი ლარის ღირებულების კლდე–ტატანისის მიმართულებით სამუშოები არ დაფინანსდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტებისათვის თანხა ერთი თვის პრემიის გაუქმების ხარჯზე გამოყო.

კიდევ ერთი ცვლილება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ქალაქ ვალეში არჩეულ პრიორიტეტებს შეეხო. თვითმმართველობაში განმარტეს, რომ მოსახლეობამ 5 საკითხის მოგვარება ითხოვა, თუმცა  2 მათგანისთვის გათვალისწინებული დაფინანსება სხვა პრიორტეტზე გაიწერა.  გარე განათებისა და მინი–სტადიონის  პროექტებისათვის გამოყოფილი თანხა კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშოებს მოხმარდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე