”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აწყურში, მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა

აწყურში, მეწყერის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. ხითარიშვილებმა ბინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის ფარგლებში შეიძინეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ხითარიშვილების ოჯახს, ყოველთვიური დახმარება, რომელიც 150 ლარს შეადგენდა, გაუუქმდა.

მათივე ინფორმაციით, დანარჩენ ბენეფიციარებს, საცხოვრებელი ფართის შესაძენად თანხით, სახელმწიფოსთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობაც დაეხმარება. ამისთვის დაზარალებულებმა სახლი თავად უნდა მოძებნონ, მის შესაძენად კი სამინისტრო ერთ ოჯახს 20 000–ს, ხოლო ახალციხის გამგეობა 5 000 ლარს გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ მეწყერის შედეგად აწყურში რვა ოჯახი დაზარალდა. საცხოვრებელი სახლით, ამ ეტაპზე, ორი მათგანია უზრუნველყოფილი, უახლოეს მომავალში კიდევ ორის დაკმაყოფილება იგეგმება, ოთხ ოჯახს კი ფართი მოძიებული არ აქვს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე