ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, გიორგი ბალიაშვილმა განცხადება 14 ივლისს დაწერა.
კითხვაზე არის თუ არა ეს დაკავშირებული სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის გადადგომასთან, მერიის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის თქმით, ბალიაშვილმა გათავისუფლების შესახებ განცხადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაწერა და აღნიშნულთან არანაირი კავშირი არ აქვს. გიორგი გვარამაძის თქმით, მის მოვალეობას დროებით გიორგი ლონდარიძე ასრულებს.
ბალიაშვილი აღნიშნულ პოსტზე 2014 წლის ივლისის თვეში დაინიშნა, რომელმაც თანამდებობაზე ამირან ნოზაძე შეცვალა.