გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი თანამდებობიდან გადადგა. კომპანიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო რამიშვილის თქმით, გიორგი ბაგინაშვილმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 15 ივლისს დატოვა. პრესსამსახურის თქმით, ამ დროისათვის გადაწყვეტილი არ არის თუ ვინ ჩაანაცვლებს ბაგინაშვილს.
თავად სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის უკვე ყოფილი მენეჯერი “მეცხრე არხთან” განმარტავს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და განცხადებაც არ დაუწერია. გიორგი ბაგინაშვილმა „ექოსთან“ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ინფორმაციას დააზუსტებს და კომენტარს აღნიშნულის შემდეგ გააკეთებს. თუმცა, “მეცხრე არხის” ზარებს ბაგინაშვილი აღარ პასუხობს.
You must be logged in to post a comment.